ცისფერი პერიოდიBlue Period
მოკლე აღწერა
იატორა იაგუჩი სკოლის მოსწავლეა, რომელსაც მობეზრდა ცხოვრების მოსაწყენი ყოველდღიურობა. ის კარგად სწავლობს, ერთობა მეგობრებთან, მაგრამ ნამდვილ აღტაცებას ვერც ერთ მათგანში პოულობს. ჩარჩოებში მოქცეულს, მალულად შურს მათი, ვინც მრავალფეროვნად ცხოვრობს. ეს კი მანამ სანამ ხატვამ არ გაიტაცა. ერთ დღესაც იატორა ნახავს სამხატვრო კლუბის წევრის მიერ შესრულებულ ნახატს, რომლის ფერებითაც აღფრთოვანდება და გაუჩენს ხატვის სურვილს. მოგვიანებით, ხელოვნების დავალებაზე შესრულებული ნახატით იგი მიხვდება, რომ იპოვა, ის, რაც აღაფრთოვანებს და გულს აუძგერებს, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება სურს, ამიტომ გადაწყვეტს ტოკიოს სამხატვრო უნივერსიტეტში ჩაბარებას, თუმცა გზად მრავალი დაბრკოლება ელის. რა დაბრკოლებებია ეს? შეძლებს თუ არა იატორა მათ გადალახვას და ოცნების ასრულებას?