Left side advertisement
Right side advertisement

სამომხმარებლო შეთანხმება

აღნიშნული სამომხმარებლო შეთანხმება აწესრიგებს ურთიერთობას konogima.com-ის სერვისის ადმინისტრაციასა და სერვისის მომხმარებლებს შორის.

  1. სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტი განკუთვნილია konogima.com-ის ყველა მომხმარებლისათვის.
  2. konogima.com-ის ნებისმიერი სერვისის მოხმარებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოცემული სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ konogima.com-ის სერვისს.
  3. მიუხედავად იმისა, რომ konogima.com-ის ადმინისტრაცია ეცდება აცნობოს მოხმარებლებს შეთანხმებაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, სამომხმარებლო შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს ადმინისტრაციის მიერ ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შესაბამისად, სერვისის გამოყენებისას იხელმძღვანელეთ სამომხმარებლო შეთანხმების უახლესი ვერსიით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოხმარებლისათვის.
  4. konogima.com შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს, რომლებიც მომხმარებლებს მესამე პირთა ვებსაიტებზე გადაამისამართებს. konogima.com არ არის პასუხისმგებელი ამგვარი ვებსაიტების შინაარსზე, მათ მიერ შემოთავაზებულ სერვისსა და მათ სამოხმარებლო შეთანხმებაზე. შესაბამისად, მომხმარებლის ვალდებულებაა საიტის დატოვებისას ყურადღება მიაქციოს და გაეცნოს მესამე მხარის სამომხმარებლო შეთანხმებასა და მოხმარების წესებს.
  5. იმისათვის რომ ისარგებლოთ konogima.com-ის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა სერვისით, მოხმარებელმა უნდა შექმნას საკუთარი ანგარიში. რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს ზუსტი და სრული ინფორმაცია.
  6. დაუშვებელია სხვა მომხმარებლის ანგარიშის ნებართვის გარეშე გამოყენება. მომხმარებელმა აუცილებლად უნდა აცნობოს konogima.com-ის ადმინსიტრაციას მისი ანგარიშის სხვა პირის მიერ უნებართვოდ გამოყენების შემთხვევაში.
  7. საქართველოს ხელისუფლების მიერ ისეთი ნორმატიულ-საკანონმდებლო აქტების მიღების შემთხვევაში, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეეხება საიტის ფუნქციონირებას, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერი ცვლილებები შეიტანოს საიტის ფუნქციონირებასა და სამოხმარებლო შეთანხმებაში, რათა ეს უკანასკნელი ახალ ნორმებს მიუსადაგოს.
  8. სამომხმარებლო შეთანხმების თაობაზე ყველა შესაძლო დავა გადაიჭრება საქართველოს საკანონმდებლო ნორმების თანახმად.

რა შემთხვევაში ხდება მომხმარებლის ანგარიშის შეზღუდვა?

მომხმარებელი ვეღარ ისარგებლებს ანგარიშით თუ მას შეეზღუდება უფლება შემდგომი მიზეზების გამო:

  1. მომხმარებელმა გამოქვეყნა კომენტარი, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, რასიზმს, პირად შეურაცხყოფას, ანტი ეროვნულ, ან ანტი რელიგიურ პროპაგანდას.
  2. მომხმარებელმა ატვირთა ისეთი სურათი, რომელიც შეურაცხყოფს ეროვნულ ღირებულებებს და რელიგიას.
  3. მომხმარებელი შეეცადა საიტის გატეხვას, შენელებას ან სხვა რაიმე ზიანის მიყენებას.