როდესაც ყველას მოგონებები შეიცვალა, ბორუტო აღმოაჩენს, რომ მასზე ნადირობს საკუთარი სოფელი. სასკესთან გაქცევის შემდეგ რა მომავალი ელის ბორუტოს...? მანგა ნათარგმნია ნინი ურუშაძის - მიერ
1962 წელს, AMAZING FANTASY #15-ში, 15 წლის პიტერ პარკერს უკბინა რადიოაქტიურმა ობობამ და გახდა საოცარი სპაიდერმენი! ამის შემდეგ რეალურ სამყაროში 57 წელი გავიდა — ასე რომ, რა მოხდებოდა, თუ იგივე რაოდენობის დრო გავიდოდა პიტერისთვის ? ეს არის სპეციალური, მაღალი ხარისხის შეზღუდული სერია, რომელიც ნაწილობრივ არის მარველის 80 წლის იუბილეს ზეიმი.
დეკადების განმავლობაში, ჩრდილოეთ ციური სექტის მამაცი მეომრები ებრძოდნენ ბოროტი ჩუმ ღამეს, რათა მსოფლიო დაეცვათ. მაგრამ როცა მეოთხე თაობის ლიდერს დაადანაშაულებენ მტერთან შეთქმულებაში, ის იძულებულია დაშალოს სექტა და მოიკლას თავი, რათა თავისი შვილი, მოუონი, გადაარჩინოს. ოჯახისა და მოკავშირეების გარეშე დარჩენილი, მოუონი მუქ ცხოვრებას ეწევა და მუდმივად მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
კარგია, როცა ბავშვობის ოცნებები ხდება? კენჯი და მისი მეგობრები ასე აღარ ფიქრობენ. რადგან ბავშვობის ფანტაზიებში პლანეტას საშინელი კატაკლიზმები ელოდა. ეს ყველაფერი რეალურად იქცა და ახლა მათ უნდა გადაარჩინონ მთელი სამყარო, როგორც ოდესღაც ოცნებობდნენ...
საშინელი, წითელთვალება ლინ ზომბია... მაგრამ სხვებისგან განსხვავებით მას ჯერ კიდევ აქვს ფიქრისა და გრძნობის უნარი. ლინი მარტო ცხოვრობს თავის თანამემამულე ზომბებს შორის, როდესაც ხვდება რავონს, მამაკაცს, რომელიც ეძებს თავის ოჯახს. ორი ჯგუფი ერთად აწყდება რა შეიძლება იყოს ყველაზე მოღალატე თავგადასავალი მათ ცხოვრებაში.
ტომიოკა გიუს სპინ-ოფი.
ომით განადგურებულ სამყაროში ახალგაზრდა ბიჭი დედის გარდაცვალების შემდეგ მარტოხელა გზას მიუყვება. მისი მოგზაურობისას ის სამხედრო ტანკების, მიცვალებულების გვამებისა და მისი საყვარელი ქალაქის ნანგრევებში მოწმე ხდება. ტანჯვით დაბინდული თვალებით უბიძგებს საკუთარ თავს წინსვლისკენ.
სამოქალაქო ომის დასრულებამ მიანიშნა ინდუსტრიული რევოლუციის დაწყების შესახებ შეერთებულ შტატებში და ემიგრანტებმა მთელი მსოფლიოდან იმოგზაურეს თავიანთი ამერიკული ოცნების საპოვნელად. მაგრამ რაც მათ უმრავლესობას ელოდა იყო სიღარიბე, დისკრიმინაცია და უიმედობა.
სიკვდილის დღიურის ვანშოთი
“ჩემი შეყვარებული თბილია ან უბრალოდ ცხელი, კიდევ ძალიან ჰგავს პანდას. რა თქმა უნდა, ვუყვარვარ და ჩემზე ზრუნავს. ამით რაღაცნაირად მაგონებს ძლიერ და მოსიყვარულე ძაღლს. მისი ერთი შეხედვა საკმარისია, რათა თავი სახლში ვიგრძნო. ამ მანჰუას ვხატავ, რათა გაგიზიაროთ ჩემი ბედნიერების ნაწილები”.