ჰორიმია: დაკარგული ნაწილებიHorimiya: The Missing Pieces
მოკლე აღწერა
მშობლები ჰორის ავალდებულებენ, რომ სახლს და უმცროს ძმას მიხედოს. გოგონა მშობლების სურვილს სულ ასრულებდა და თან სკოლაშიც თავდაჯერებულობით გამოირჩეოდა. იგი მონდომებით ცდილობს პირადი ცხოვრების დამალვას, რადგან სკოლაში იგი მეტად პოპულარულია. კიოკოსთან ერთად სკოლაში სწავლობს იზუმი მიამურა, რომელიც ძალიან ჩაკეტილია. ბიჭი სულ ბოლო მერხზე ზის და არავისთან აქვს ურთიერთობა. ერთხელ იზუმიმ ჰორი სახლის ფომრაში ნახა მაკიაჟის გარეშე, გოგონას გასაკვირად მიამურა სრულიად სხვანაირი იყო, რადგან ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ამ შემთხვევითობის გამო მათ ერთმანეთის საიდუმლო ცხოვრების შესახებ შეიტყვეს. მოსწავლეებმა უფრო ხშირად დაიწყეს ერთმანეთის ნახვა. ერთხელაც ჰორი მიხვდა რომ იზუმი უყვარდებოდა, ბიჭს კი მასთან დაახლოება უნდოდა. თუმცა ისინი პრობლემების წინაშე დადგნენ რომელთა გადაჭრაც ერთად მოუწევთ.