კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება:
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი მომხმარებლების კონფიდენციალურობა. ეს დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია გროვდება konogima.com-ს მიერ, და როგორ ვიყენებთ მას. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ან გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე. ეს პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ჩვენი ვებ-გვერდის საქმიანობაზე და იყენებს მომხმარებლის იმ ინფორმაციას, რომელიც მათ გაუზიარეს konogima.com-ს.
თანხმობა
ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მის პირობებს. როდესაც შექმნით konogima.com-ის ანგარიშს, ჩვენგან მოგეთხოვებათ ისეთი სახის ინფორმაციის მოწოდება როგორიცაა: ელ-ფოსტა, პაროლი, მეტსახელი, ამასთანავე საიტზე ანგარიშის შექმნისთანავე ინახება თქვენი IP მისამართი. რისთვის ვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას: ჩვენ ვიყენებთ თქვენს შესახებ სხვადასხვა სახით მიღებულ ინფორმაციას იმისათვის რომ:
- ვუზრუნველყოთ ჩვენი საიტის გამართულად მუშაობა.
- გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებ საიტი.
- შევქმნათ ახალი პროდუქტები, და განახლებული ფუნქციონალი.
- მოვახდინოთ თქვენთან კომუნიკაცია სხვადასხვა მიზნებით, მოგაწოდოთ ინფორმაცია განახლებების შესახებ
- თავიდან აგარიდოთ თაღლითობა
- მივიღოთ თქვენი შეფასება, ანიმეს ან რაიმე პროდუქტთან დაკავშირებით
- IP მისამართის მეშვეობით აღვკვეთოთ ახალი ანგარიშის შექმნა იმ მომხმარებლის მიერ, რომელსაც წინა ანგარიში შეეზღუდა.
ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლის პაროლი მონაცემთა ბაზაში შენახვამდე იშიფრება და konogima.com, მომხმარებლის ნამდვილი პაროლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
მარეგულირებელი კანონი
პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მოხდება ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაბამისად.
შესწორებები და ცვლილებები
konogima.com-ს შეუძლია შეცვალოს ან უბრალოდ განაახლოს კონფიდენციალურობის პოლიტიკა მთლიანად ან ნაწილობრივ, მათ შორის, როდესაც ცვლილებები შედის სამართლებრივი დებულებებით ან რეგულაციებით, რომლებიც არეგულირებს მონაცემთა და თქვენი უფლებების დაცვას. კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესწორებებისა და ცვლილებების შესახებ შეტყობინება მოხდება, როგორც კი ასეთი შესწორებები და ცვლილებები განხორციელდება და მათ სავალდებულო ძალა ექნება ამ ვებ-გვერდზე ამ განყოფილებაში გამოქვეყნებისთანავე. მაშასადამე, თქვენ მოგეთხოვებათ რეგულარული წვდომა გქონდეთ ამ განყოფილებაზე, იმისთვის რომ შეამოწმოთ უახლესი გამოცემები და konogima.com-ის განახლებული პოლიტიკა.
ანგარიშისა და მონაცემების წაშლა
ანგარიშის წაშლა შეგიძლიათ პროფილის პარამეტრებიდან. ამის შემდეგ ყველა სესია სრულდება და ანგარიშით ვეღარ ისარგებლებთ. ელ-ფოსტის, სურათების, კომენტარებისა და სხვა მონაცემების სრულად წასაშლელად მოგვწერეთ [email protected]ზე. მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში ეს მონაცემები სრულად წაიშლება.
რა დამატებით მონაცემებს ვინახავთ
ანგარიშზე შეგიძლიათ დაამატოთ ავატარი და პროფილის აღწერა, VIP-ის შემთხვევაში კი პროფილის გარეკანის სურათიც. ჩვენ ვინახავთ ამ მონაცემებს, თქვენს კომენტარებს, პასუხებსა და კომენტარებზე მიცემულ ხმებს. ანგარიშზე ასევე ინახება „ჩემი სია“, ინფორმაცია იმის შესახებ, სად შეწყვიტეთ თითოეული ეპიზოდის ყურება, შეტყობინებების პარამეტრები და ინტერფეისის თემა.
ჩვენ ვინახავთ თქვენს მიერ გახსნილ მხარდაჭერის ბილეთებსა და მათზე პასუხებს. ანგარიშთან დაკავშირებულ IP მისამართებსა და თითოეულის პირველი და ბოლო გამოყენების დროს ვინახავთ მანამდე, სანამ ანგარიში არსებობს. დაბლოკილ IP მისამართს ვინახავთ შეზღუდვის მოხსნამდე.
ვინ ხედავს თქვენს მონაცემებს
თქვენი მეტსახელი, ავატარი, პროფილის გარეკანი, აღწერა და კომენტარები საჯაროდ ჩანს. ერთად ყურების ოთახის ჩატის შეტყობინებებს ხედავენ ამ ოთახის მონაწილეები და მოდერატორები. მხარდაჭერის ბილეთები და მათზე პასუხები ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენთვის და საიტის თანამშრომლებისთვის.
ადმინისტრატორებს, მოდერატორებსა და დეველოპერებს ანგარიშის მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ მაშინ, როცა ეს საჭიროა ანგარიშების მართვისთვის, VIP გადარიცხვების დასადასტურებლად ან მხარდაჭერის მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად.
VIP და საბანკო გადარიცხვები
VIP-ის საფასურის გადახდა მხოლოდ საბანკო გადარიცხვით ხდება. საიტზე ხედავთ IBAN-ს, თანხას და გადარიცხვის დანიშნულების კოდს, რომელიც KG-ით იწყება. ჩვენ ვინახავთ გადარიცხვის მოთხოვნას: არჩეულ გეგმას, თანხას, დანიშნულების კოდს, თარიღებსა და ადმინისტრატორის გადაწყვეტილებას. ადმინისტრატორი გადარიცხვას ბანკის ამონაწერში ამოწმებს და VIP-ს ხელით ააქტიურებს. საიტი არ ითხოვს და არ ინახავს თქვენი ბარათის ან საბანკო ანგარიშის მონაცემებს.
მესამე მხარის ვიდეო პლეერები
konogima.com ვიდეოფაილებს არ ინახავს. თითოეული ეპიზოდი გვერდზე ჩასმულ მესამე მხარის პლეერში ირთვება. პლეერის ჩატვირთვისას თქვენი ბრაუზერი უშუალოდ უკავშირდება მის მომწოდებელს, რომელიც ხედავს თქვენს IP მისამართს და შესაძლოა საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად გამოიყენოს ქუქიები.
ბრაუზერის მეხსიერება და სარეკლამო ბანერები
ზემოთ აღწერილი სესიის ქუქის გარდა, ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებაში ინახება ინტერფეისის თემა და ბოლო ძიებები. 18+ სათაურის გახსნისას ასაკის დადასტურება თითოეული სათაურისთვის ბრაუზერის ერთი სესიის განმავლობაში ერთხელ მოგეთხოვებათ. დადასტურება მხოლოდ სესიის მეხსიერებაში ინახება. ანალიტიკისა და სარეკლამო ქუქიებს არ ვიყენებთ.
საიტის სარეკლამო ბანერები ყველასთვის ერთნაირია. ჩვენ ვითვლით მხოლოდ მათ ჩვენებათა საერთო რაოდენობას და რეკლამას მომხმარებლის მიხედვით არ ვარჩევთ.
