მთავარ შიგთავსზე გადასვლა

სამომხმარებლო შეთანხმება

ბოლო განახლება:

აღნიშნული სამომხმარებლო შეთანხმება აწესრიგებს ურთიერთობას konogima.com-ის სერვისის ადმინისტრაციასა და სერვისის მომხმარებლებს შორის.

  1. სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტი განკუთვნილია konogima.com-ის ყველა მომხმარებლისათვის.
  2. konogima.com-ის ნებისმიერი სერვისის მოხმარებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოცემული სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ konogima.com-ის სერვისს.
  3. მიუხედავად იმისა, რომ konogima.com-ის ადმინისტრაცია ეცდება აცნობოს მომხმარებლებს შეთანხმებაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, სამომხმარებლო შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს ადმინისტრაციის მიერ ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შესაბამისად, სერვისის გამოყენებისას იხელმძღვანელეთ სამომხმარებლო შეთანხმების უახლესი ვერსიით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისათვის.
  4. konogima.com შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს, რომლებიც მომხმარებლებს მესამე პირთა ვებსაიტებზე გადაამისამართებს. konogima.com არ არის პასუხისმგებელი ამგვარი ვებსაიტების შინაარსზე, მათ მიერ შემოთავაზებულ სერვისსა და მათ სამომხმარებლო შეთანხმებაზე. შესაბამისად, მომხმარებლის ვალდებულებაა საიტის დატოვებისას ყურადღება მიაქციოს და გაეცნოს მესამე მხარის სამომხმარებლო შეთანხმებასა და მოხმარების წესებს.
  5. იმისათვის რომ ისარგებლოთ konogima.com-ის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა სერვისით, მომხმარებელმა უნდა შექმნას საკუთარი ანგარიში. რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს ზუსტი და სრული ინფორმაცია.
  6. დაუშვებელია სხვა მომხმარებლის ანგარიშის ნებართვის გარეშე გამოყენება. მომხმარებელმა აუცილებლად უნდა აცნობოს konogima.com-ის ადმინისტრაციას მისი ანგარიშის სხვა პირის მიერ უნებართვოდ გამოყენების შემთხვევაში.
  7. საქართველოს ხელისუფლების მიერ ისეთი ნორმატიულ-საკანონმდებლო აქტების მიღების შემთხვევაში, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეეხება საიტის ფუნქციონირებას, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერი ცვლილებები შეიტანოს საიტის ფუნქციონირებასა და სამომხმარებლო შეთანხმებაში, რათა ეს უკანასკნელი ახალ ნორმებს მიუსადაგოს.
  8. სამომხმარებლო შეთანხმების თაობაზე ყველა შესაძლო დავა გადაიჭრება საქართველოს საკანონმდებლო ნორმების თანახმად.

რა შემთხვევაში ხდება მომხმარებლის ანგარიშის შეზღუდვა?

მომხმარებელი ვეღარ ისარგებლებს ანგარიშით თუ მას შეეზღუდება უფლება შემდგომი მიზეზების გამო:

  1. მომხმარებელმა გამოაქვეყნა კომენტარი, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, რასიზმს, პირად შეურაცხყოფას, ანტი ეროვნულ, ან ანტი რელიგიურ პროპაგანდას.
  2. მომხმარებელმა ატვირთა ისეთი სურათი, რომელიც შეურაცხყოფს ეროვნულ ღირებულებებს და რელიგიას.
  3. მომხმარებელი შეეცადა საიტის გატეხვას, შენელებას ან სხვა რაიმე ზიანის მიყენებას.

VIP გამოწერა და გადახდა

VIP-ის საფასურის გადახდა მხოლოდ საბანკო გადარიცხვით შეგიძლიათ. საიტზე მითითებულია IBAN, გადასახდელი თანხა და გადარიცხვის დანიშნულების კოდი, რომელიც KG-ით იწყება. ადმინისტრატორი ამოწმებს ბანკის ამონაწერს და გადარიცხვის დადასტურების შემდეგ VIP-ს ხელით ააქტიურებს. გამოწერა ავტომატურად არ განახლდება.

VIP გაძლევთ ადრეულ წვდომას ახალ ეპიზოდებზე მათი გამოქვეყნებისთანავე. ყველა VIP წყარო 1080p ხარისხშია. ასევე ხელმისაწვდომია ექსკლუზიური თემები, პაროლით დაცული ოთახები და პროფილის გარეკანის დამატება.

ერთად ყურების ოთახები

ერთად ყურების ოთახში ერთი ჩასმული ვიდეო პლეერი და ტექსტური ჩატია. მონაწილეებს შორის ვიდეოს დაკვრა სინქრონიზებული არ არის. პაროლით დაცული პირადი ოთახის შექმნა მხოლოდ VIP მომხმარებლებს შეუძლიათ.

ოთახის ჩატში მოქმედებს კომენტარებისთვის დადგენილი ქცევის წესები. ჩატის შეტყობინებები ჩანს ოთახის მონაწილეებისა და მოდერატორებისთვის.

კომენტარები და მოდერაცია

კომენტარში ან ერთად ყურების ოთახის ჩატში დაუშვებელია სპოილერის გამოქვეყნება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, სპამი და რეკლამა. კომენტარებსა და ჩატში გაგზავნილ შეტყობინებებზე ვრცელდება ანგარიშის შეზღუდვის ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლებიც. წესების დამრღვევი კომენტარის შესახებ შეგიძლიათ შეგვატყობინოთ.

მოდერატორებს შეუძლიათ კომენტარის დამალვა, დატოვება ან გამაგრება, ანგარიშის შეზღუდვა და IP მისამართის დაბლოკვა. დაბლოკილი IP მისამართიდან შეუძლებელია ანგარიშში შესვლა, რეგისტრაცია ან ანგარიშით სარგებლობა.

18+ კონტენტი

18+ სათაურის გახსნისას თქვენ უნდა დაადასტუროთ თქვენი ასაკი. დადასტურება თითოეული სათაურისთვის ბრაუზერის ერთი სესიის განმავლობაში ერთხელ მოგეთხოვებათ. ასაკის სწორად მითითებაზე პასუხისმგებელი თავად ხართ.

ვიდეოს ხელმისაწვდომობა

konogima.com ვიდეოფაილებს არ ინახავს. ეპიზოდები გვერდზე ჩასმული მესამე მხარის პლეერებით ირთვება. ვიდეოს წყარომ შეიძლება შეწყვიტოს მუშაობა. ასეთ წყაროებს გუნდი ცვლის, თუმცა ვიდეოს მუდმივი ხელმისაწვდომობა გარანტირებული არ არის.